|
2016-06-16 16:34:37, 868 ნახვა
სამართალი
შსს-მ ზუგდიდში „ნიკორას“ მაღაზიის ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნიკა ლ. ყაჩაღობის ბრალდებით ზუგდიდში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 10 ივნისს ნიღბიანი ნიკა ლ. ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შპს „ნიკორა ტრეიდის“ მაღაზიას ყაჩაღურად თავს დაესხა, 205 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. "სამართალდამცველებმა ნიკა ლ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა და ნიღაბი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)