2016-06-15 17:34:57, 1096 ნახვა
სამართალი
შაორის ტბაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო
შაორის ტბაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო.
როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრეს-სამსახურში განუცხადეს, გარდაცვლილები 20 წლამდე მამაკაცები არიან, რომლებიც სავარაუდოდ თევზაობდნენ.
მათივე ინფორმაციით, ადგილობრივმა მაშველებმა შაორის ტბიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს.
პრეს-სამსახურის ცნობით, მამაკაცების გადარჩენა, სამაშველოში გვიან შემოსული ზარის გამო ვერ მოხერხდა
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან