19:10 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 15:42:51, 1083 ნახვა

სამართალი
ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ვალერი გელაშვილის ცემის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა

ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიმდინარე სასამართლო  პროცესზე დაიკითხა.

როგორც ოქრუაშვილმა განაცხადა, გელაშვილის ცემის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა.

"გელაშვილის საჯარო განცხადებებს უკავშირდებოდა სააკაშვილის თხოვნა. მე მთხოვა ანგარიშსწორება მომეხდინა გელაშვილზე. მოტივი არ უნდა გამოჩენილიყო. მე ვისმენდი, მერაბიშვილი აქეზებდა და აგულიანებდა, ეუბნებოდა თუ ერთხელ ასეთი რამე პრეზიდენტის მიმართ ვინმემ გაბედა, სხვებიც გაბედავენო. ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩენილიყო და გარკვეული ზომები უნდა მიგვეღო. მეორე შეხვედრაზე სააკაშვილის გადარწმუნებას ვცდილობდი, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. მესამე შეხვედრა კი პოსტფაქტუმ შედგა და დავრწმუნდი სააკაშვილის საუბრიდან გამომდინარე, რომ დავალება მერაბიშვილმა შეასრულა",-განაცხადა ოქრუაშვილმა.

ცნობისთვის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და სპეცოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა არიან ბრალდებულები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics