2016-06-15 14:16:51, 1020 ნახვა
ეკონომიკა
სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის ცნობით, აუქციონში სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა.
„მოთხოვნამ შეადგინა 18 014 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9,250 პროცენტით, მაქსიმალური 9,500 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9,392 პროცენტითგანისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 11.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან