2016-06-15 09:43:03, 956 ნახვა
სამართალი
სოფელ ბერშუეთში დაკავებული მამა-შვილი გაათავისუფლეს
გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში დაკავებული მამა-შვილი გაათავისუფლეს.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა როინ და გიორგი ზაუტაშვილები გუშინ საღამოს ჯარიმის გადახდის შემდეგ გამოუშვა.
ისინი რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით მაშინ დააკავეს, როცა საქონელს მწყემსავდნენ.
მამა-შვილის განცხადებით, მათ სინამდვილეში ე.წ. საზღვარი არ დაურღვევიათ. როინ და გიორგი ზაუტაშვილები ოთხ დღიან პატიმრობაში იმყოფებოდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან