11:06 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-13 12:02:44, 837 ნახვა

სამართალი
შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული მიხეილ ლ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების საქართველოდან გატანის მცდელობის ფაქტზე სადახლოში დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 11,2382 გრ. მეთადონის შემცველი 18,4523 გრ. ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების საქართველოდან გატანის მცდელობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 19-262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics