14:20 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 11:52:15, 887 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ეკონომიკის სამინისტროში სახელფასი ფონდი უცვლელია, არაფერი არ გამიორმაგებია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ დასკვნასთან დაკავშირებით, არანაირი ცვლილებები არ ყოფილა მის უწყებაში.

არაფერი არ გაორმაგებულა, ზუსტად ვიცი სახელფასო ფონდი რამდენიც იყო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით, ყველაფერი ისეა, როგორც წლების განმავლობაში იყო.

„ზუსტად ვიცი სახელფასო ფონდი რამდენიც იყო წლების განმავლობაში და ის ახლაც უცვლელია. არაფერი არ გამიორმაგებია“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშზე მუშაობა დაასრულა და 291 გვერდიანი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტში განსახილველად გადააგზავნა. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ 2014 წელთან შედარებით 2015-ში სახელმწიფო მოხელეთა სახელფასო დანამატებზე სამინისტროებმა ორჯერ მეტი თანხა დახარჯეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics