03:47 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-02 22:14:42, 1021 ნახვა

სამართალი
ივანიშვილი: მურუსიძის ქცევაზე სამარცხვინო ის იყო, რომ გირვლიანის ადვოკატმა - შავგულიძემ, უგულავა პოლიტპატიმრად დაასახელა

მურუსიძის ქცევაზე მეტი სამარცხვინო ჩემთვის იყო ის, რომ შავგულიძემ, რომელიც გირგვლიანის ადვოკატი იყო, იკადრა და პოლიტპატიმრად უგულავა დაასახელა, - ასე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრ შალვა შავგულიძის განცხადებას, რომელმაც გიგი უგულავა პოლიტპატიმრად შეაფასა.

ყოფილი პრემიერის თქმით, სააკაშვილიც, რომ პატიმარი ყოფილიყო, მასაც პოლიტპატიმრად მოიხსენიებდნენ.

”დარწმუნებული ვარ, სააკაშვილიც, რომ პატიმარი ყოფილიყო, მასაც პოლიტპატიმრად მოიხსენიებდა. ჩემთვის აუხსნელი იყო, რომ კაცმა, რომელმაც გირგვლიანის ადვოკატი იყო, პოლიტპატიმრებად დაასახელა ის პირები, ვინც უბედურება დაატრიალეს ქვეყანაში - გირგვლიანს რა გაუკეთეს. ჩემთვის ეს დიდი სირცხვილია”, - აღნიშნა ივანიშვილმა.

რაც შეეხება სასამართლო სისტემაში მოსამართლე ლევან მურუსიძის დატოვებასთან დაკავშირებით არსებულ უკმაყოფილებას, ექს-პრემიერის თქმით, ”ქართული ოცნების” ხელისუფლებას მოსამართლეების შეცვლა არ შეეძლო.

”ეჭვი ნებისმიერ მოსამართლეზე შეიძლება გამოთქვა - ადეიშვილის სისტემა შევინარჩუნეთ და მას მივეცით საშუალება თვითგადარჩენის და თვითგაწმენდის. მთელი სასამართლო იყო ტყვე. მოსამართლეების შეცვლა ჩვენ არ შეგვეძლო, არ გვქონდა სხვა გზა და ვფიქრობ, ერთადერთი სწორი გზა ავირჩიეთ, რომ ჩვენ არ ჩავერიეთ და თვითონ სასამარლო იბრძვის, რომ თავის თავი გადაირჩინოს”, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics