01:27 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 20:30:52, 798 ნახვა

სამართალი
პროკურატურა: ნიკოლოზ გვარამიას მიერ პროკურატურის მისამართით გაკეთებული განცხადება სრული სიცრუეა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას მიერ პროკურატურის მისამართით გაკეთებული განცხადება და მასში მოყვანილი ფაქტები არის სრული სიცრუე და არ შეესაბამება რეალობას, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოს მთავარი პროკურატურა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგს  ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს პროკურატურის მისამართით გაკეთებული  განცხადება და მასში  მოყვანილი ფაქტები არის სრული სიცრუე და არ შეესაბამება რეალობას.

საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით, გვსურს ცალსახად განვაცხადოთ, რომ საქართველოს პროკურატურაში მოსამართლე ნათია გუჯაბიძის წინააღმდეგ არასდროს შემოსულა საჩივარ/განცხადება, მის მიმართ არ მიმდინარეობს გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა. ვფიქრობთ, რომ მსგავსი არასწორი და გადაუმოწმებებლი ინფორმაციის გავრცელებით, დაინტერესებული მხარეები მიზნად ისახავენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროკურატურის დისკრედიტაციას. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად მსგავსი უპასუხისმგებლო და გადაუმოწმებელი განცხადებისა, პროკურატურა არ და ვერ იქნება ჩაბმული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით კერძო სუბიექტებს შორის მიმდინარე სასამართლო დავაში.

გვინდა მოვუწოდოთ ყველა მედიასაშუალებას, ვიდრე გაავრცელებენ რაიმე ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის საქმიანობის შესახებ, გადაამოწმონ აღნიშნული ინფორმაციის რეალობა ჩვენთან, რომ მომავალში არიდებული იქნას მსგავსი არასწორი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის ფაქტები“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics