09:38 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 17:46:47, 934 ნახვა

ეკონომიკა
ტერაბანკის კიდევ ერთი ახალი ფინანსური სახლი საზეიმო ვითარებაში გაიხსნება

პეკინის გამზირი #24ა - აქ 2 ივნისს ტერაბანკის კიდევ ერთი ფინანსური სახლი საზეიმო ვითარებაში გაიხსნება.

ავლაბრის სათავო ოფისის გახსნის შემდეგ, ახლა უკვე პეკინის განახლებული ფილიალი მიიღებს სტუმრებს. მიწვეულ სტუმრებს შორის ბანკის საცალო მომსახურების კლიენტები არიან, ვისთვისაც ეს ფილიალი სამუშაო დღეებში 10:00-დან 21:00საათამდე, ხოლო სადღესასწაულო დღეებში 10:00-დან 15:00სთ-მდე იმუშავებს.  ღონისძიება 13:00 საათზე ტერაბანკის სიმბოლური ლენტის გაჭრით დაიწყება და სასიამოვნო სიურპრიზებით გაგრძელდება.

ტერაბანკი, რომელიც აქამდე ბაზარზე კორ სტანდარტ ბანკის სახელით ოპერირებდა, მომხმარებელს ყველასგან განსხვავებული კონცეფციის საბანკო მომსახურებას სთავაზობს. სახლის მყუდრო და კომფორტული ინტერიერი, რბილი ავეჯი და დეკორატიული ნივთები მომხმარებელს საშუალებას აძლევს ფინანსური ოპერაციები სასიამოვნო გარემოში შეასრულოს. იმ ცვლილებების გარდა, რომელიც ბანკის რებდრენდინგის შემდეგ ასეთი ადვილი შესამჩნევია, ტერაბანკში დაიხვეწა და განვითარდა საბანკო პროცედურები, პროდუქტები და მომსახურების სტანდარტები.

რებრენდინგის პროცესზე ადგილობრივმა და საერთაშორისო სააგენტოებმა ერთად იმუშავეს. პროექტს მხარს უჭერდნენ ბანკის აქციონერები, რომლებიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხები არიან. ძირითადი აქციონერი - ნაჰაიან მუბარაქ ალ ნაჰაიანი საქართველოში ამ დროისთვის 250 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს და როგორც ცნობილია, ის ამ თანხის მოცულობის გაზრდას გეგმავს.

რაც შეეხება ტერაბანკის ამჟამინდელ საქმიანობას, ტერაბანკი მომხმარებელს უწევს როგორც მაღალი ხარისხის საცალო მომსახურებას, ასევე აქტიურად არის ჩართული ბიზნესის დაკრედიტებაში. ამ დროისათვის მიმდინარეობს ბანკის 18 ფილიალის განახლება „ჩემი ფინანსური სახლის“ კონცეფციის მიხედვით, თუმცა წლის ბოლომდე იგეგმება რეგიონებში კიდევ  5 ფილიალის გახსნა და ATM-ების დამატება.  

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics