05:32 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 11:12:21, 838 ნახვა

სამართალი
უფლებადამცველები: იდლიბში სავარაუდოდ რუსული ავიაციის დარტყმებს 14 ადამიანი ემსხვერპლა

ქალაქ იდლიბზე საჰაერო დარტყმების შედეგად 14 გარდაიცვალა, ათობით დაშავდა, - ამის შესახებ BBC სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ინფორმაციით, იდლიბში რამდენიმე რაიონი, მათ შორის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია დაიბომბა. უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, სავარაუდოდ რუსულმა ავიაციამ სულ მცირე შვიდი დარტყმა განახორციელა. უფლებადამცველების მონაცემებით, გარდაცვლილთა შორის 3 ბავშვია.

სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან რუსული ავიაციის იერიშებს 2099 სამოქალაქო პირი, მათ შორის 500 ბავშვი, ემსხვერპლა.

ამასთან, ორგანიზაციის მონაცემებით, რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად დაიღუპა "ისლამური სახელმწიფოს" 2270 მებრძოლი და დაჯგუფება "ალ-ნუსრას ფრონტის" 1971 მებრძოლი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics