23:56 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-28 10:43:13, 899 ნახვა

სამართალი
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს

სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს.

ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

„შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში რეგიონის ხუთმა მცხოვრებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა.

სულ ჩაბარებულია: სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 4113 საბრძოლო ვაზნა, 3 კილო და 700 გრამი ტროტილი, 75 ხელყუმბარა, 6 გადაჭრილი თოფი, 1 თვითნაკეთი პისტოლეტი, 1 თვითნაკეთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 8 ქვეითსაწინააღმდეგო ჭურვი, 5 მჭიდი, 39 ამფეთქი ფალია, 7 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 17 საკვამლე კოჭა, 8 ფეთქებადი ჭურვი და 3 სასიგნალო რაკეტა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics