|
2016-05-25 09:39:36, 1074 ნახვა
სამართალი
შსს-მ სენაკში უკანონო იარაღი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სენაკში უკანონო იარაღი ამოიღო. უწყების ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1943 წელს დაბადებული გივი ე. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სენაკში დააკავეს. "სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის და ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობის ჩხრეკისას, „ა-კა 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისგან კუსტარულად დამზადებული იარაღი, 545 საბრძოლო ვაზნა, 5 მჭიდი, 11 ელექტროკაფსულ-დეტონატორი, 4 ჭურვი და 1 ხელყუმბარა ამოიღეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)