18:11 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 17:18:08, 688 ნახვა

რეგიონი
არჩილ ხაბაძემ ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ნუგზარ სურმანიძესთან და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან დავით ბალაძესთან ერთად, ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმის მრავალპროფილური რესპუბლიკური საავადმყოფო 170 საწოლზე იქნება გათვლილი. ახალი საავადმყოფო თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით იქნება აღჭურვილი და პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებობის ისტორიაში სამედიცინო დაწესებულება მოსახლეობას მეანობასა და ბავშვთა სამედიცონო მომსამხურებას პირველად შესთავაზებს.

ახალი სახელმწიფო საავადმყოფო ყველა მიმართულების გადაუდებელი მდგომარეობის მომსახურებას უზრუნველყოფს. მოსახლეობა შეძლებს ეფექტური და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების მიღებას. სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარით ფინანსდება. ამ ეტაპზე დასრულდა ფუძის მოწყობის სამუშაოები და მიმდინარეობს ნულოვანი ციკლის დასრულება. შესრულებული სამუშაოსთვის კომპანიას 1 მლნ 123 ათასი ლარი გადაერიცხა, ხოლო ავანსის სახით კომპანიამ 3 მლნ 325 ათასი ლარი მიიღო.

მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics