20:41 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 10:03:11, 945 ნახვა

სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა 2016 წლის 1 იანვრიდან 20 მაისამდე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ბრალდებით, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 54 პირი.

„დაკავებულების კუთვნილი ავტომანქანების, საცხოვრებელი სახლების, ასევე, პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 85 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, აქედან - 53 პისტოლეტი, 15 ავტომატი, 5 რევოლვერი, 11 შაშხანა, 1 გადაჭრილი სანადირო თოფი, 5 ხელყუმბარა, 1 ამფეთქი ფალია, 250 კილოგრამი უკვამლო დენთი, 200 გრამი ტროტილი და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 2355 ცალი საბრძოლო ვაზნა.

კომპლექსური ღონისძიებები მიზნად ისახავს დანაშაულის გამოვლენას, სხვა, კიდევ უფრო მძიმე დანაშაულის პრევენციასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ბრუნვიდან ამოღებას.

ღონისძიებების მიმდინარეობისას სამართალდამცველებმა პრევენციულად აღკვეთეს მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, სხეულის მძიმე დაზიანება და სხვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ პირი, რომელიც პოლიციას არარეგისტრირებულ ცეცხლსასროლ იარაღს ნებაყოფლობით ჩააბარებს, კანონის თანახმად, თავისუფლდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics