2016-05-20 16:44:19, 768 ნახვა
ეკონომიკა
სებ-მა სავალუტო აუქციონაზე 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონაზე 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„2016 წლის 20 მაისს, გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.1464 შეადგინა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტად კობა გვენეტაძის დანიშვნიდან დღემდე, სებ-მა სავალუტო აუქციონზე 175 მილიონი დოლარი შეიძინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან