2016-05-19 16:06:18, 622 ნახვა
რეგიონი
ვანის მუნიციპალიტეტს ხვალ, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ელექტროგადამცემ ხაზზე „სათაფლია“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ვანის მუნიციპალიტეტს ხვალ, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ამის შესახებ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადებაშია აღნიშნული:
„2016 წლის 20 მაისს, 07:30 საათიდან 08:30 საათამდე და 18:00 საათიდან 19:00 საათამდე, 220კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზზე „სათაფლია“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ვანის მუნიციპალიტეტს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს აღნიშნული შეფერხების გამო“, - ნათქვამია სსე-ის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან