2016-05-19 09:36:13, 844 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.1628 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.1628 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.1878 ლარად იყო შესაძლებელი.
რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსით, 1 ევრო დღეს 2.4377 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.4788 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0411 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან