15:59 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 14:57:47, 839 ნახვა

სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტრო: ლაითურის დაწესებულების მშენებლობის დასრულების შემდეგ, N7 დაწესებულება დაიხურება

ლაითურის დაწესებულების მშენებლობის დასრულების შემდეგ, N7 დაწესებულება დაიხურება, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო  სხვადასხვა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების რემონტსა და არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მუდმივად ახორციელებს. ამ ეტაპისათვის აქტიურად მიმდინარეობს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მშენებლობა ე.წ. ,,ლაითურის პროექტი“. ლაითურის დაწესებულების მშენებლობის დასრულების შემდეგ  N7 დაწესებულებაში განთავსებული პირები გადაყვანილ იქნებიან  ლაითურში, ხოლო  N7 დაწესებულება დაიხურება. 

რაც შეეხება  N7 დაწესებულებაში არსებულ ამჟამინდელ პირობებს, აღსანიშნავია, რომ დაწესებულების პირველი სართული გაუქმებულია და მსჯავრდებულები მეორე სართულზე არიან განთავსებულები. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აღნიშნულ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით უახლოეს მომავალში გეგმავს  სარემონტო სამუშოების ჩატარებას. სარემონტო სამუშაოების პროექტი უკვე მზად არის.

N7 დაწესებულებიდან მსჯავრდებულთა ნაწილი უკვე გადაყვანილია სხვა დაწესებულებებში. დღესდღეობით იქ 25 მსჯავრდებული/ბრალდებული რჩება. N7 დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა საცხოვრებელი პირობები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. კერძოდ, ერთ მსჯავრდებულზე 4კვ მ. ფართი, ხოლო ბრალდებულზე - 3 კვ.მ.-ია გათვალისწინებული. მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის მომსახურება, რომელიც აღნიშნული რისკის დაწესებულებისთვის არის განსაზღვრული“, - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა N7 პენიტენციური დაწესებულების გაუქმება კვლავ მოითხოვა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics