13:02 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-08 12:29:48, 753 ნახვა

სამართალი
ნატა ფერაძე: ჩვენ აუცილებლად დაავანონსებთ აქციების მომდევნო ციკლს

"ჩვენ აუცილებლად დაავანონსებთ აქციების მომდევნო ციკლს, რომელიც ადამიანების გამოფხიზლებისკენ იქნება მოწოდებული",-ამის შესახებ ორგანიზაცია "პარტიზანი მებაღეების" დამფუძნებელმა ნატა ფერაძემ "რუსთავი2"-თან საუბრისას განაცხადა.

"მივხვდი, რატომ გადამიყვანეს ნარკოლოგიურში. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ მოძრაობებში ხედავს საშიშროებას. ეს ყველაფერი მოსახლეობამ საღად უნდა აღიქვას და უნდა მიხვდნენ, რომ ივანიშვილს ეშინია ჩვენი. ეშინია ჩვენი მოძრაობის. 
"პანორამა თბილისის" ფარგლებში მშენებლობა კიდევ მიმდინარეობს, გრძელდება ქალაქის ოკუპაცია. ჩვენ აუცილებლად დაავანონსებთ აქციების მომდევნო ციკლს, რომელიც ადამიანების გამოფხიზლებისკენ იქნება მოწოდებული",- განაცხადა ფერაძემ. 

შეგახსენებთ, "პანორამა თბილისის" პროექტის შეჩერების მოთხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაციები გუშინ GDS-ის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას მართავდნენ, რა დროსაც აქტივისტებსა და პატრულს შორის დაპირისპირება მოხდა. შედეგად,  5 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ნატა ფერაძე და ალეკო ელისაშვილი.ნატა ფერაძე გუშინ სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.  სასამართლო პროცესი  დღეს უნდა გაიმართოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics