2016-05-07 09:40:19, 851 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.2134 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.2134 ლარი ეღირება, გუშინ კი, მისი შეძენა 2.2140 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევვროს, ოფიციალური კურსით, 1 ევრო დღეს, 2.5270 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.5304 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0034 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან