2016-05-05 17:31:50, 751 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.2140 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.2158 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსით, 1 ევრო ხვალ, 2.5304 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.5429 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0125 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან