2016-05-05 17:02:08, 725 ნახვა
ეკონომიკა
სებ-მა სავალუტო აუქციონაზე 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონაზე 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„2016 წლის 5 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2. 2141 შეადგინა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან