21:43 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 10:32:47, 823 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილი: საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვის მატება, საქართველოში დასაქმებულთა მატებაზე მიუთითებს

საქართველოს პრემიერმმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სატრანზიტო პეტონეციალის ათვისება თანდათან უფრო მეტად ხდება, რაც დასაქმებულთა მატებაზეც მიანიშნებს. ამის შესახებ კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

სხდომაზე დღეს კიდევ  ერთი ახალი პროექტი გადის, რომლის მიხედვითაც, კომპანია „აისბერგ ფოთი“ შავი ზღვის სანაპიროს  მიმდებარე ტერიტორიაზძე  კონტეინერების საწყობს აშენებს.

„კონტეინერების გადაზიდვები საქართველოში ძალიან მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფად იზრდება და საჭიროება ასეთი ტიპის  ლოგისტიკური ცენტრების   უფრო და უფრო მატულობს,  რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს  სატრანზიტო  ფუნქციის განხორციელება, რეალიზაცია პოტენციალის  თანდათან  უდრო და უდრო  მეტად ხდება და საქართველოს  გავლით ტვირთების  გადაზიდვის მატება  პირდაპირ მიუთითებს  საქართველოში დასაქმებულთა მატებაზე, ვინაიდან არსებობს ძალიან ძლიერი კავშირი  გადაზიდული  კონტეინერების რაოდენობასა და ქვეყანაში მცირე და საშუალო  ბიზნესის განვითარებას შორის. ანუ, თითოეული გადაზიდული კონტეინერი  ჩვენი ქვეყნის მეშვეობით, არის ახალი დამატებითი სამუშაო ადგილი“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics