11:47 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 18:21:43, 786 ნახვა

სამართალი
პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით დამატებით კონსულტაციებზე უარს აცხადებს

„საქართველოს პრეზიდენტის პრინციპული პოზიციაა, რომ პოლიტიკური კონსულტაციები და კულუარული შეთანხმებები უზენაესი სასამართლოს კანდიდატებთან დაკავშირებით არ გაიმართება", - აღნიშნული კომენტარი დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძემ გააკეთა.

კახა კოჟორიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლო უნდა იყოს არბიტრი და შესაბამისად, ის პოლიტიკაში არ უნდა ჩაერთოს.  ამიტომ პრეზიდენტის მიერ დასახელებულ უზენაესი სასამართლოს კანდიდატებზე შეთანხმება არ უნდა იყოს პოლიტიკური პროცესის, თუ  კულუარული, პოლიტიკური შეთანხმებების და კონსულტაციების საგანი.

„ჩემთვის მართლაც გაუგებარია, უმრავლესობის წარმომადგენლების მოთხოვნა კანდიდატურებზე კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით. გაუგებარია იმიტომ, რომ კანდიდატები პრეზიდენტის მიერ უკვე დასახელებულია და მეორე, იმიტომ რომ, ამ კანდიდატთან დაკავშირებით პარლამენტში, საკომიტეტო განხილვები უკვე დასრულებულია", - განაცხადა კახა კოჟორიძემ





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics