14:33 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 14:18:29, 659 ნახვა

ეკონომიკა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რეგულარული ბრიფინგების გამართვას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი რეგულარული ბრიფინგების გამართვას იწყებს, რომელიც წელიწადში ოთხჯერ, მომენტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, იმის გარდა რომ ამ ბრიფინგებზე დეტალურად ახსნიან კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძვლებსა და მიზეზებს, ასევე ეცდებიან უპასუხონ იმ შეკითხვებს, რომელიც დაგროვილი იქნება დროთა განმავლობაში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროს ეხება და ეროვნული ბანკის მანდატის ქვეშ იმყოფება.

„ზოგადად საქართველოს ეროვნული ბანკი საკმაოდ ღია და ტრანსფარენტული ინსტიტუტია და მისი ვებ-გვერდის საშუალებით ძალიან ბევრი და სასარგებლო ინფორმაციის მოპოვება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს.

ახალი ინიციატია გულისხმობს, უფრო აქტიურ და დინამიურ ფაზაზე გადასვლას, რაც გამოიხატება რეგულარულ ბრიფინგებში.

ეს ბრიფინგები გაიმართება რეგულარულად წელიწადში ოთხჯერ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულებისთანავე. ამ ბრიფინგებზე გარდა იმისა, რომ დეტალურად ავხსნით კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძვლებსა და მიზეზებს, ვეცდებით ვუპასუხოთ იმ შეკითხვებს, რომელიც დაგროვილი იქნება დროთა განმავლობაში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროს ეხება და ეროვნული ბანკის მანდატის ქვეშ იმყოფება.

ამავედ როს, ბრიფინგების კალენდარი წინასწარ იქნება ცნობილი, გამოქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე და მედიას წინასწარ ეცოდინება თარიღი და დაწყების დრო ამ ბრიფინგებისა.

იმედი გვაქვს, რომ აქტიურად გამოიყენებთ ამ ახალ ინიციატივას და უფრო კარგად მოხერხდება იმ კომუნიკაციის დამყარება, რომლის ხარისხიც ვფიქრობ, აუცილებელია გაიზარდოს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics