10:10 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 14:58:25, 607 ნახვა

რეგიონი
​დედაენის დღე აჭარაშიც აღინიშნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, განათლების მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა, უმაღლესი საბჭოს თვმჯდომარე ავთანდილ ბერიძემ და ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა ილია ჭავჭავაძის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული პერფორმანსი ქართული ენის მნიშვნელობისა და სახელმწიფოებრიობის შესახებ. 

„იშვიათია ქვეყანა, სადაც მშობლიურ ენას „დედაენას" უწოდებენ, ძეგლს უდგამენ ან დღესასწაულად აღნიშნავენ. საქართველოში ეს დღე უკვე რამდენიმე ათწლეულია განსაკუთრებულად აღინიშნება. სასიხარულოა, რომ ამ დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს, როცა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლას საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა. ეს იყო ისტორიული და სამაგალითო დღეები ქართველი ხალხის ერთად დგომისა და ბრძოლისა, მით უფრო, რომ ეს ბრძოლა მიმართული იყო უმნიშვნელოვანესი იდეის - სახელმწიფო ენის დაცვისა და შენარჩუნებისაკენ. ჩვენ არა მხოლოდ პატივი უნდა მივაგოთ მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური დამწერლობის მქონე ქართულ ენას, არამედ გავუფრთხილდეთ და დავიცვათ, სათანადოდ დავაფასოთ და გვიყვარდეს იგი", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics