|
2016-04-11 12:47:49, 590 ნახვა
სამართალი
მღებრიშვილი: გერმანულმა მხარემ საქართველო დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე საიმედო პარტნიორად დაასახელა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ევროპის ქვეყნებში მყოფი ქართველი დამნაშავეები მნიშვნელოვანი პრობლემაა. როგორც მინისტრმა ,,პრაიმტაიმთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ქართველი კრიმინალები არიან, ხშირად უცხოურ პრესაში მათ შესახებ ინფორმაცია გაზვიადებულია, რაც მისივე თქმით, კონკრეტული ძალების ინტერესია. „რაც შეეხება ევროპის ქვეყნებში მოქმედ ქართველ დამნაშავეებს, არ დაგიმალავთ და ეს მართლაც პრობლემაა. მაგალითად, გერმანიაში არის ფედერალური მიწები, სადაც გაზრდილია ქართველების მიერ ჩადენილი კრიმინალი. ვიზიტისთვის მე შევარჩიე სწორედ ის მიწები, საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა კრიმინალურ საქმიანობაში არიან შემჩნეული, რათა ადგილზე მიმეღო დეტალური ინფორმაცია და ჩვენს გერმანელ კოლეგებთან ერთად, კონკრეტული სამოქმედო გეგმები დაგვესახა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველები, ამ მხრივ, ლიდერები ნამდვილად არ არიან. მაგალითად, ბავარიაში, ეთნიკური თვალსაზრისით, ქართველი დამნაშავეები 23-ე ადგილზე არიან, სხვა დამნაშავეებთან შედარებით. ის, რაც უცხოურ პრესაში იწერება, საფუძველს მოკლებული არ არის, თუმცა, ხშირად გაზვიადებულია. ვფიქრობ, ეს ზოგჯერ მიზანმიმართულად ხდება. მოგეხსენებათ, არიან ძალები, რომელთა ინტერესში არ შედის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ვიზალიბერალიზაცია“, - აღნიშნა მღებრიშვილმა. მინისტრის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა კონკრეტული ქმედითი ღონისძიებები, რომ ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაული მინიმუმამდე შემცირდეს. „სანამ ჩემი ქვეყნის ერთი მოქალაქე მაინც იქნება შემჩნეული კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში, მე ამ მიმართულებით აქტიურად ვიმოქმედებ. ესენი არიან ინდივიდუალურად ჩასული პირები, რომლებიც ითხოვენ თავშესაფარს. მათი დიდი ნაწილი გერმანიაში სწორედ „თავშესაფრის მაძიებლის“ სტატუსით იმყოფება. ჩემს გერმანელ კოლეგებს საფუძვლიანი და, ვფიქრობ, სრულიად სამართლიანი მოსაზრება აქვთ, რომ ეს ადამიანები „თავშესაფრის მაძიებლების“ საკითხის განხილვის ევროკავშირში არსებულ გახანგრძლივებულ პროცედურებს იყენებენ, როგორც შესაძლებლობას, ქვეყანაში დარჩნენ და სხვადასხვა კრიმინალური საქმიანობით დაკავდნენ. შესაბამისად, ჩვენი ინტერესია, რომ ამ არაჯანსაღ მიდგომას საერთო ძალისხმევა დავუპირისპიროთ“, - განაცხადა შს მინისტრმა. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, სამუშაო შეხვედრებისას გერმანულმა მხარემ საქართველო დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე საიმედო პარტნიორად დაასახელა. „საერთოდ, ყველა დონეზე სამუშაო შეხვედრებისას გერმანულმა მხარემ საქართველო დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე საიმედო პარტნიორად დაასახელა და მადლობა გადაგვიხადა წარმატებული თანამშრომლობისთვის, მათ შორის, რეადმისიის მიმართულებით. ევროკავშირთან რეადმისიის ხელშეკრულების ფარგლებში, თითქმის 100%-მდე მოთხოვნა კმაყოფილდება. ვფიქრობ, ეს მკაფიო გზავნილი უნდა იყოს საქართველოს ყველა იმ მოქალაქისთვის, რომელსაც ევროპაში არაკეთილსინდისიერი მიზნებით წასვლა სურს“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
წყარო: primetimenews.ge
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)