17:54 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-25 21:11:32, 1724 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: რეჟიმი კარგავს სიცოცხლისუნარიანობას, მაგრამ ალტერნატივა უნდა ჩანდეს

„რეჟიმი კარგავს სიცოცხლისუნარიანობას და ერთგვარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში შედის“, - განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებული ვითარების კომენტირებისას. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური რეალობის შეცვლა მოითხოვს საზოგადოებისა და მისი პარტნიორებისგან რეალური ალტერნატივის დანახვას.

„ყველას კარგად ესმის, რომ საზოგადოებაში და ჩვენს ევროპელ პარტნიორებში არსებობს მოთხოვნა, ვნახოთ, რა იქნება ალტერნატივა. ყველამ უკვე იცის, რომ ეს რეჟიმი ვერ გაგრძელდება ისე, როგორც არის; ის თანდათან კარგავს სიცოცხლისუნარიანობას და შედის ერთგვარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. ამიტომ, საჭიროა რაღაც განსხვავებული, მაგრამ ალტერნატივა უნდა იყოს ხილული.

მე ამის შესახებ ვიცი და ჩართული ვარ - ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს კონსოლიდირებული ალტერნატივის შესაქმნელად, რაც ნამდვილად აუცილებელია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics