14:44 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-23 21:08:44, 486 ნახვა

პოლიტიკა
რეჟიმი ისევ ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნის თურქმენეთის მთავრობას ხვდება

ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქმენეთის პარლამენტის - მეჯლისის თავჯდომარე დუნიაგოზელ გულმანოვას შეხვდა.

პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკურ დონეზე, ასევე ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმისა და კულტურის მიმართულებებით და აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. 

"ეს ვიზიტი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარის პირველი ვიზიტია საქართველოში და მნიშვნელოვანია საქართველოსა და თურქმენეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ საპარლამენტო თანამშრომლობაზე.

ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოვაწერეთ საქართველოს პარლამენტსა და თურქმენეთის მეჯლისს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, კერძოდ, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს, სექტორულ კომიტეტებს, ახალგაზრდა პარლამენტარებს, ქალ პარლამენტარებსა და პარლამენტის ადმინისტრაციებს შორის კავშირების გაძლიერებას.

შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე, მათ შორის, საპარლამენტთაშორისო კავშირსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში.

აღვნიშნე, რომ საქართველო სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფნის ჯაჭვში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით თურქმენეთთან თანამშრომლობის მზაობა გამოვხატე.

დუნიაგოზელ გულმანოვამ აღნიშნა, რომ თურქმენეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მან, აგრეთვე, ქართული მხარისადმი მადლიერება გამოხატა თურქმენეთის ნეიტრალიტეტის მხარდაჭერისთვის." - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics