14:30 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-05 20:24:16, 413 ნახვა

პოლიტიკა
ანტონ ჩეჩინს, არტემ გრიბულსა და სერგეი კუხარჩუკს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა

ანტონ ჩეჩინს, არტემ გრიბულსა და სერგეი კუხარჩუკს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა. მათ ციხეში ბანქოს თამაშს ედავებიან.
Publika წერს, რომ სამივე მათგანი ბრალს არ აღიარებს.

ანტონ ჩეჩინი, არტემ გრიბული და სერგეი კუხარჩუკი სასჯელს გლდანის N8 დაწესებულებაში, ერთ საკანში იხდიან.

№8 პენიტენციური დაწესებულების დებულების მიხედვით, ბანქო აკრძალული ნივთებს შორისაა და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

სამივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 378 სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს - რაც პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული საგნით სარგებლობას გულისხმობს. დანაშაულის 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ საქმეზე სხდომაც გაიმართა და განისაზღვრა წინასასამართლო სხდომის თარიღი.

Publika წერს, რომ საქმის მასალების მიხედვით, საუბარია მუყაოს ფურცლებისგან თვითნაკეთი წესით დამზადებულ ბანქოზე, რომელიც, ასევე პროკურატურის პოზიციით, საკანში მყოფმა მეოთხე ბრალდებულმა – ლიტველმა გიედრიუს ვოტრონოვიჩმა დაამზადა, დანარჩენმა სამმა კი მხოლოდ ისარგებლა. შემთხვევა კი 5 ოქტომბერს მოხდა.

გამოცემასთან საუბრისას სერგეი კუხარჩუკის ადვოკატმა თქვა, რომ მეოთხე პირი ამ ეტაპზე ექსტრადირებულია და მას ბრალი წარდგენილი არ აქვს.

ანტონ ჩეჩინის ადვოკატი მარიამ ჯიქია პუბლიკასთან საუბრისას ამბობს, საქმეზე მოპოვებული მკიცებულებების დიდი ნაწილი სადაოა.

გამოცემის თანახმად, ადვოკატები მიუთითებენ თარგმანთან დაკავშირებულ პრობლემებზეც – ანტონ ჩეჩინის ადვოკატის თქმით, საქმეზე ბრალდებულს ამ შემთხვევამდე [5 ოქტომბერი] მისთვის გასაგებ ენაზე არ ჰქონდა მიწოდებული სია/ჩამონათვალი/დოკუმენტი ციხეში აკრძალულ ნივთებთან დაკავშირებით.

სერგეი კუხარჩუკს ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის მუხლით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ანტონ ჩეჩინსა და არტემ გრიბულს კი ნარკოტიკული საშუალების ფლობის ბრალდებით – 8.5 წლით. მათი განცხადებით, მათ ეს ნარკოტიკი ჩაუდეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics