2016-03-28 23:41:46, 925 ნახვა
კომენტარი
ვაშინგტონში განგაშია - კაპიტოლიუმის ვიზიტორების ცენტრში ცეცხლი გახსნეს
ვაშინგტონში,თეთრ სახლსა და კაპიტოლიუმში განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებენ.
CNN-ის ინფორმაციით განგაშის მიზეზი გასროლა გახდა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ კაპიტოლიუმის ვიზიტორების ცენტრში მოხდა.
reuters-ინფორმაციის კაპიტოლიუმში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილია პოლიციელი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უკვე დააკავეს ის პირი, რომელმაც კაპიტოლიუმის ტურისტულ ცენტრში ცეცხლი გახსნა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან