11:19 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-20 15:45:57, 546 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი, დემეტრე ჩიქოვანი შიმშილობას იწყებს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი, დემეტრე ჩიქოვანი შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ ჩიქოვანი გავრცელებულ წერილში წერს:

"ქალბატონო პროკურორო, მოგმართავთ გლდანის ციხიდან, თქვენი და თქვენი უფროსების მიერ თავისუფლება წართმეული არასრულწლოვანი, მოგმართავთ უდანაშაულო ბავშვი, რომელიც მზად ხართ შესწიროთ ოღონდ სისტემას რამე ჩრდილი არ მიადგეს და არ აქვს მნიშვნელობა მართალი ვარ თუ არა, თქვენთვის მთავარია არ გყავდეთ მომჩივანი.

დარწმუნებული ვარ, თქვენ და თქვენმა უფროსებმაც იციან, რომ არ მომიმზადებია დანაშაული, იციან, რომ საერთოდ არ ვყოფილვარ იმ საშინელ დღეს იმ ადგილას, სადაც დატრიალდა ტრაგედია, მაგრამ მიწევს ციხის კედლებში ყოფნა. თქვენ და თქვენს უფროსებს შვილები გყავთ?

გთხოვთ, წამით წარმოიდგინეთ თქვენი შვილი, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია, მაგრამ მისი ციხეში გაშვებით გიკლავენ მას. ხომ საშინელებაა! იცოდეთ, მეც გულით მტკივა გიგას დედის ტკივილი, მაგრამ უფალთან, საკუთარ სინდისთან მართალი ვარ და ვიცი რომ არ მიმიძღვის ბრალი მის სიკვდილში.

ამიტომაც, მეოთხე დღეა დედაჩემი შიმშილობს ჩემ გამო, ბევრი ვიფიქრე, არ მინდოდა დედისთვის გულის ტკენა, დაე მან მაპატიოს, არ შემიძლია ვიჯდე და ვუყურო უსამართლობას. დღეიდან ვიწყებ შიმშილობას ბოლო ამოსუნთქვამდე და იცით რატომ გწერთ ამას? - მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე თქვენგან ღირსება შელახული ვიყო მეც და ჩემი ოჯახიც. იმედია ჩემი სიკვდილი დაამშვიდებს უსამართლო ადამიანებს, იქნებით ბედნიერი, მთავარი ხომ საკუთარი სკამია" | წერს დემეტრე ჩიქოვანი. უკვე 4 დღეა პროკურატურასთან დემეტრე ჩიქოვანის დედა, სოფო ძნელაძე შიმშილობს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics