16:34 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-28 16:24:39, 656 ნახვა

სამართალი
შსს-მ გურიაში ყალბი ფულის დამზადება-გასაღებისთვის 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში ყალბი ფულის დამზადება-გასაღებისთვის 2 პირი დააკავა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კვიჭიძე გ. და 1977 წელს დაბადებული, ასევე წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ღამბაშიძე გ. დაბა ჩოხატაურში, ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულების - ღამბაშიძე გ-ს პირადი ჩხრეკისას 31 ცალი ყალბი 20-ლარიანი და 6 ცალი ყალბი 50-ლარიანი კუპიურა; ხოლო კვიჭიძე გ-ს პირადი ჩხრეკისას – 6 ცალი ყალბი 20 ლარიანი და 2 ცალი ყალბი 50-ლარიანი კუპიურა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ყალბი კუპიურების თანხამ საერთო ჯამში 1040 ლარი შეადგინა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ყალბი კუპიურები თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში, უცხოური წარმოების, ფერადი ლაზერული პრინტერის საშუალებით დაამზადეს. გასაღების მიზნით, ისინი ჩოხატაურის რაიონში ჩავიდნენ, „საკოლმეურნეო ბაზარში" 2 ტომარა თხილი შეიძინეს და საფასური ყალბი ფულით გადაიხადეს.

პოლიციამ ყალბი ფულის დასამზადებელი ორივე აპარატი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics