2026-01-11 22:07:24, 573 ნახვა
საზოგადოება
გუდაური-კობის მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა - გზების დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის საგზაო მოძრაობა შეზღუდულია.
"გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში." - წერია დეპარტამენტის განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,