2026-01-02 21:09:35, 752 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკიმ სახელმწიფო გამოძიების ბიუროს განახლების შესახებ წინადადებების მომზადების ბრძანება გასცა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავალება გასცა სახელმწიფო გამოძიების ბიუროს განახლების შესახებ წინადადებების მომზადებასა და უკრაინის პარლამენტში სწრაფად წარდგენაზე.
„მე დავალება გავეცი, მომზადდეს წინადადებები სახელმწიფო გამოძიების ბიუროს განახლების შესახებ და დაუყოვნებლივ წარედგინოს უკრაინის უზენაეს რადას განსახილველად“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კანონპროექტი იანვარში იქნება შემუშავებული და პარლამენტს დაუყოვნებლივ წარედგინება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,