13:57 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-02 10:35:35, 468 ნახვა

მსოფლიო
ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება: აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და ისრაელმა მხარდაჭერა გამოუცხადეს მომიტინგეებს

ირანში მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გუშინ ღამითაც გაგრძელდა, რასაც რეჟიმის უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებები მოჰყვა. მომიტინგეები მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ, როგორიცაა „ეს უკანასკნელი ბრძოლაა, ფეჰლევიები დაბრუნდებიან“ და „სიკვდილი დიქტატორს!“.

ბოლო ინფორმაციით, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა. დაკავებულ მომიტინგეთა რიცხვიც იზრდება . გარდა ამისა, ონლაინ გამოქვეყნდა კადრები , სადაც ჩანს, თუ როგორ წვავენ ხუზესტანში მომიტინგეები IRGC-ის ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის ძეგლს ამერიკელების მიერ 2020 წელს მისი მკვლელობის წლისთავზე, ხოლო ქვეყნის დასავლეთით შიიტური სემინარია დაიწვა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე Iran International-თან კომენტირებისას, განაცხადა , რომ ეს პროტესტები ხალხის „გასაგები რისხვის“ გამოხატულებაა მთავრობის მიერ სიტუაციის გამკლავების უუნარობის გამო. „თეირანმა ათწლეულების განმავლობაში უგულებელყო ქვეყნის ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, წყლის რესურსები და ელექტროენერგიის მიწოდება, რათა მილიარდები დახარჯა ტერორისტულ ორგანიზაციებზე, ბირთვული იარაღის კვლევასა და ტერორიზმზე შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ამასობაში, ისრაელის დიასპორის საკითხებში მინისტრმა ამიხაი ჩიკლიმ გააზიარა  ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო წარწერით „მე ირანის ხალხის გვერდით ვდგავარ“.

თავის მხრივ, ბრიტანელმა პარლამენტის წევრმა ნაიჯელ ფარაჟმა მომიტინგეებს წარმატება უსურვა  და აღნიშნა, რომ „ეს ბოროტი რეჟიმი უნდა წავიდეს“.

ამ განცხადებების შემდეგ, პროსამთავრობო ირანულმა მედიამ კამპანია წამოიწყო, რომელშიც გარე ძალები „ქვეყანაში ჩარევასა და სიტუაციის პროვოცირებაში“ დაადანაშაულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics