21:16 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-26 14:38:20, 6172 ნახვა

პოლიტიკა
ზახაროვას თქმით, NATO ცდილობს, საქართველო სახიფათო გეოპოლიტიკურ თამაშში ჩაითრიოს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, NATO ცდილობს საქართველო სახიფათო გეოპოლიტიკურ თამაშში ჩაითრიოს და “ახალ ავანტიურაზე წამოაგოს”. 

"ჩვენ განმეორებით ვუთმობდით ყურადღებას ამ ბლოკის (NATO) მტრულ პოლიტიკას რუსეთის მიმართ და მის მცდელობებს, დასაყრდენი მოიპოვოს ახალ რეგიონებში, ვგულისხმობ მათ შორის სამხრეთ კავკასიას. ალიანსის არა მხოლოდ თავდაცვითი, არამედ ძალზედ აგრესიული გეგმების გათვალისწინებით, თავისი შეხედულებებისა და სტანდარტების დაწესება სხვების უსაფრთხოების ინტერესების ხარჯზე, მხოლოდ დესტრუქციული შეიძლება იყოს. 

სწორედ ამიტომ, ჩვენ ვეწინააღმდეგებით NATO-ს ძალების განლაგებას. სხვათა შორის, ჩვენ პოზიციას მხარს უჭერენ რეგიონის პოლიტიკური და საჯარო წრეები, რომლებიც ნამდვილი პატრიოტები არიან და არ არიან ჩართულები პროვოკაციულ და დემაგოგიურ პატრიოტიზმში, არამედ ეყრდნობიან ხალხის ინტერესებს". - ამბობს ზახაროვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics