16:34 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-28 11:39:31, 735 ნახვა

სამართალი
საბავშვო ბაღებში ფალსიფიცირებული კარაქის რეალიზაციის ფაქტზე საწარმოს ხელმძღვანელი პირები პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საბავშვო ბაღებში ფალსიფიცირებული კარაქის რეალიზაციის ფაქტზე საწარმოს ხელმძღვანელი პირები პასუხისგებაში მისცა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგამოძიებო უწყებიდან აცნობეს, ფალსიფიკაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა რძის პროდუქტების  მწარმოებელი და რეალიზატორი საწარმოების -  შპს „ნამდვილი პროდუქტები“-ს, შპს „ამირანი XXI“-ს   და  შპს  „ჯი ეს ენ“-ის ხელმძღვანელები და თანამშრომლები თევდორე გარიშვილი, კონსტანტინე შარვაშიძე, ნინო გიორგაძე, ნინო ბერაია, სერგო ჩარგეიშვილი და ავთანდილ გაგუა. 

„გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულ საწარმოთა ხელმძღვანელ პირებებს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების საფუძველზე ჰქონდათ ვალდებულება, ქალაქ რუსთავში მოემარაგებინათ საბავშვო ბაგა-ბაღები რძის ნაწარმით. ბრალდებულები,  შემოსავლის გაზრდისა და დანახარჯის შემცირების მიზნით, რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევით, იაფფასიანი მინარევების გამოყენებით აწარმოებდნენ ფალსიფიცირებულ კარაქს და უწევდნენ რეალიზაციას საბავშვო ბაგა-ბაღებში. გარდა ამისა, სხვადასხვა სპრედების ერთმანეთში გადარევის გზით, ბრალდებულები იღებდნენ უხარისხო პროდუქციას, აფასოებდნენ როგორც ნამდვილ ნაღებ კარაქს და ამარაგებდნენ რუსთავის ათეულობით საბავშვო ბაგა-ბაღს.

საგამოძიებო სამსახურის მიერ, არაერთი საბავშვო ბაღიდან და ხსენებული საწარმოებიდან ამოღებულია ფალსიფიცირებული პროდუქცია, რაზედაც ჩატარდა ექსპერტიზა და კარაქში ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნით, რძის ცხიმის შემცველობა აღმოჩნდა მცირე და იგი ნაწარმოები იყო  სხვა  იაფფასიანი მცენარეული ცხიმებისაგან“, - ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდიანრეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 დან 3 წლამდე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics