02:03 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-22 23:29:24, 14635 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა არის სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება

ჩვენ სარჩელი შეტანილი გვაქვს და მიგვაჩნია, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა არის ერთადერთი გზა საქართველოში სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისკენ, – ამის შესახებ ივანიშვილის რეჟიმის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აქამდე ვერ ჩამოყალიბდა სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემა, რადგან არსებობდა ხელოვნურად თავს მოხვეული ორპოლუსიანი სისტემა.

„ერთ მხარეს იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მეორე მხარეს იყო უცხოური აგენტურა. თქვენ იცით, რომ იქ ადამიანებიც იცვლებოდნენ, პარტიები ემატებოდნენ და აკლდებოდნენ, მაგრამ შინაარსი არასდროს შეცვლილა ერთი მარტივი მიზეზის გამო, ყველაფერი იმართებოდა ერთი ხელიდან და ქვეყნის გარედან. ამიტომ შეიქმნა ეს ორპოლუსიანი სისტემა, აქეთ „ქართული ოცნება“, იქით უცხოური აგენტურა, რადიკალური ოპოზიციის სახით და ეს ჩაკეტილი წრე ვერაფრით გაირღვა და ვერც გაირღვევა რომ არა ასეთი გაგრძელება მოვლენების. ერთადერთი გზა სრულფასოვანი დემოკრატიის ჩამოყალიბებისკენ ჩვენთვის არის სწორედ ეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და ვფიქრობ, როგორც იურისტი, სათანადო მსჯელობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას პარტიების აკრძალვის თაობაზე, თუმცა სასამართლოს ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიეცემა ჩვენს ქვეყანას და  საზოგადოებას იმის საშუალება, რომ ჩამოაყალიბოს ჯანსაღი, დემოკრატიული, გამართული პოლიტიკური სისტემა“, – განაცხადა „ღამის კურიერში“ ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics