21:15 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-19 18:26:48, 24576 ნახვა

პოლიტიკა
ლორდთა პალატის წევრი ჩეპმენი ოცნებისგან ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაზე გამოძიების შედეგებს მოითხოვს

გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატის წევრმა და გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო განვითარების მინისტრმა, ჯენი ჩეპმენმა ივანიშვილის რეჟიმს BBC-ს რეპორტაჟთან დაკავშირებული გამოძიების შედეგების გამოქვეყნებისკენ მოუწოდა.

"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოაქვეყნოს გამოძიების შედეგები, რომელიც, მათი თქმით, ამ ბრალდებებთან დაკავშირებით ჩატარდა და კვლავ მოვუწოდებთ, დაიცვან შეკრების თავისუფლების უფლება და პასუხისგებაში მისცენ მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებულ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები". - წერს ჩეპმენი.

ჯენი ჩეპმენი ამ განცხადებით ლორდი ჯორჯ ფოლსკის გამოეხმაურა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებას საქართველოში მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირებასთან დაკავშირებით კითხვით მიმართავდა.

"მინდა, მთავრობას ვკითხო, გეგმავენ თუ არა ისინი სანქციების დაწესებას საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ ქიმიური იარაღის (სანქციების) (ევროკავშირიდან გასვლის) 2019 წლის რეგულაციების შესაბამისად, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ აკრძალული ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად". - წერდა ფოლსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics