21:15 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-19 12:22:49, 9909 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილის პარლამენტის სპიკერი - უკვე დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული, უკრაინა და ევროკავშირი

საბოლოო ჯამში, ყველა ომი მთავრდება მშვიდობით, საქმე ის არის, ვინ ზიანდება ამ ომისგან. ჯერ შეუძლებელია თქმა, ვინმე თუ იქნება ამ ომის გამარჯვებული, თუმცა უკვე დანამდვილებით შეიძლება, თქვა, რომ ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული, ეს არის უკრაინა და ევროკავშირი, – ამის შესახებ ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ არაფერი ახალი არ ხდება. ასე იყო 2008 წლის ომის შემდეგ. ერთი წელიც არ იყო გასული, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადატვირთვის ღილაკს დააჭირეს ხელი. ყველა ომი მთავრდება, საბოლოო ჯამში, მშვიდობით. საქმე ის არის, ვინ ზიანდება ამ ომისგან. დღევანდელი გადმოსახედიდან, მათ შორის ევროკავშირის წუხანდელი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ჯერ შეუძლებელია თქვა, ვინმე თუ იქნება გამარჯვებული. თუმცა, უკვე დანამდვილებით შეიძლება, თქვა, ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული, უკრაინა და ევროკავშირი. უკრაინას, რომელმაც ასობით ათასი საკუთარი მოქალაქე დაკარგა, დაღვარა სისხლი, დაენგრა ეკონომიკა, ახლა უწევს გადაწყვეტილების მიღება საკუთარი ტერიტორიების დაკარგვის დე ფაქტო აღიარებაზე. ევროკავშირს ახლა საკუთარ მხრებზე ააწევინეს, აჰკიდეს უკრაინის ფინანასური და სამხედრო მხარდაჭერის ტვირთი. ამ ყველაფრისთვის ევროკავშირი იღებს სესხს, აძლევს უკრაინას. ამ სასესხო ვალდებულებებში ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა ნულის გარშემო ტრიალებს, შიდა პოლიტიკურად როგორი დაძაბულობა აქვთ, ამასაც ვხედავთ.  ასე რომ, ჯერ რთულია თქმა, ეყოლება თუ არა ამ ომს საერთოდ გამარჯვებული, თუმცა დამარცხებულები გამოკვეთილი არიან უკრაინის და ევროკავშირის სახით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics