|
2025-12-19 10:02:31, 12418 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - 10:30 საათისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად, დილის 08:00 საათზე მაისურით გამომდგეს გარეთ
"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ის პენიტენციური დაწესებულების დატოვებას 10:30 საათისკენ ელოდა, თუმცა დაწესებულება 08:00 საათზე დაატოვებინეს.
ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს დარბაზში დააკავეს და წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო "საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების" მუხლებით. პროცესები 24 დეკემბრიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ამ ვადამ 2 თვით გადაიწია, შესაბამისად სავარაუდოა, რომ ოპოზიციონერები ჯერ დატოვებენ საპატიმროს და შემდეგ გახდება ცნობილი, ისევ შეაბრუნებენ თუ არა მათ ციხეში. გარდა ამისა, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე [ბუტა რობაქიძის] 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ირაკლი ოქრუაშვილს, ხოლო წელიწადნახევარი მიუსაჯეს ნიკა მელიას, მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)