15:10 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-08 14:08:17, 469 ნახვა

პოლიტიკა
დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში კირ სტარმერს, ემანუელ მაკრონს და ფრიდრიხ მერცს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 8 დეკემბერს ლონდონში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შეხვდება.

BBC-ის ცნობით, ისინი განიხილავენ იმ სამშვიდობო გეგმას, რომლის მიზანიც არის ომის დასრულება უკრაინაში და რომლის სამუშაო ვარიანტიც გასულ კვირას ფლორიდაში უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების დროს შემუშავდა.

გუშინ, 7 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ზელენსკის წარმომადგენლებს მოსწონთ უახლესი გეგმა. თუმცა, დასძინა:

„უნდა ვთქვა, რომ ცოტათი იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს წინადადება. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო რამდენიმე საათის წინ“.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ზოგიერთი საკითხი მხოლოდ პირად კომუნიკაციაში უნდა იქნას განხილული.

მოლაპარაკებები აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ზელენსკის ახალ მთავარ მომლაპარაკებელ რუსტემ უმაროვს შორის მაიამიში 6-7 დეკემბერს შედგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics