08:49 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-26 10:27:29, 604 ნახვა

სამართალი
შსს-ს აკადემიიაში ევროპელმა პროფესორებმა პოლიციის სისტემების და მიგრაციული კრიზისის თემაზე შეხვედრები გამართეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით, გერმანიის უნივერსიტეტის პროფესორმა ხოაკიმ კერსტენმა და ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორმა მორის პანჩიმ საჯარო ლექცია თემაზე - „პოლიციის სისტემები და მიგრაციული კრიზისი ევროპაში“ წაიკითხეს.

ღონისძიებას შსს-ს აკადემიისა და ათამდე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, აგრეთვე, შსს-ს დანაყოფების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, ლექციაზე პროფესორმა მორის პანჩიმ ყურადღება განსხვავებული მოდელის საპოლიციო სისტემებზე გაამახვილა. პროფესორი ხოაკიმ კერსტენი მსმენელებს, გერმანიის მაგალითზე, მიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ასევე, ჯანდაცვის, განათლების, კულტურული ტრადიციებისა და გენდერული თავისებურებების საკითხებზე ესაუბრა.

უცხოელმა პროფესორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სამუშაო შეხვედრაც გამართეს, თემაზე - „პოლიციის სისტემები და ანგარიშვალდებულება“. მათ შეხვედრის მონაწილეებს საპოლიციო სისტემებთან დაკავშირებით თავიანთი სამუშაო გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიება ინტერაქტიული ხასიათის იყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სამუშაო შეხვედრაში შსს-ს აკადემიის, შსს-ს მიგრაციის, საერთაშორისო ურთიერთობების და იურიდიული დეპარტამენტების, ასევე, შსს-ს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics