08:51 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 15:53:01, 760 ნახვა

სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა დეკლარირების წესის დარღვევით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  23 მარტს, პუნქტის კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან  შემოსული რუსეთის  მოქალაქე ზ.კ.-ის კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მათ 270,21 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის დიდი ნაწილი მგზავრს დამალული ჰქონდა სხეულზე, ხოლო მცირედი ნაწილი ხელჩანთაში ჰქონდა მოთავსებული. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 14564,35 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლი მე-10 ნაწილის შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა, 14564,35 ლარის ოდენობით.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics