21:15 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-08 13:12:55, 916 ნახვა

მსოფლიო
ტოკაევი: ასტანა მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პლატფორმად იმოქმედოს

ყაზახეთის პრეზიდენტმა ტოკაევმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ასტანა მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პლატფორმად იმოქმედოს.

ტოკაევმა ასევე აღნიშნა, რომ ყაზახეთი მზადაა, კონსტრუქციული როლი შეასრულოს სიტუაციის დეესკალაციისა და მოგვარების გზების ძიებაში, ამასთანავე, ხაზი გაუსვა საერთაშორისო ასპარეზზე დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკებების პლატფორმად ვიმოქმედოთ, თუ ეს ხელს შეუწყობს კონფლიქტის გადაწყვეტის პოვნას და მშვიდობიანი გზით მოგვარებას“, - აღნიშნა ტოკაევმა.

მან დასძინა, რომ ყაზახეთი ყოველთვის მხარს უჭერდა მშვიდობიანი გზით მოგვარების პრინციპებს და საერთაშორისო ნორმებისა და წესების დაცვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics