2025-11-05 19:18:52, 598 ნახვა
პოლიტიკა
მზია ამაღლობელის საქმის ცრუ მოწმე პოლიციელი ბათუმის ბულვარის დირექტორად დანიშნეს
არჩილ ანთაძე, მზია ამაღლობელის საქმის ცრუ მოწმე პოლიციელი, ბათუმის ბულვარის დირექტორის თანამდებობაზე დანიშნეს.
ინფორმაცია ამის შესახებ დღეს, 5 ნოემბერს გახდა ცნობილი.
არჩილ ანთაძე მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე 2025 წლის 14 აპრილს დაკითხეს. ცრუ მოწმე პოლიციელს მზია ამაღლობელის ადვოკატმა სასამართლოზე აჩვენა კადრები, სადაც ჩანს, როგორ იფურთხება ის დაკავებული ქალის მიმართულებით, რომელიც ფეხშიშველი მიჰყავთ პოლიციელებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,