02:59 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-29 22:51:04, 762 ნახვა

პოლიტიკა
ყაველაშვილი პროტესტის მონაწილეებზე: იგონებენ რაღაც ზეწოლებს, ციხეში მიდიან, არაფრის გამო

ქართული ოცნების პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პროტესტის მონაწილეებზე ისაუბრა. 

"იმდენად მნიშვნელოვანი თემები ამოდის ზედაპირზე, რომ ჩვენ მოქალაქეებს ვურჩევდი, ვთხოვდი - მოდი, ამ საკითხებზე გავაკეთოთ რეაგირება. თორემ, მსახიობია, სტუდენტია, აქტივისტია, თუ არ ვიცი, ეს აქტივისტი რას ნიშნავს, დამისახელოს, კანონში ჩაიხედოს, კონსტიტუციაში ჩაიხედოს, სად არის ან დიქტატურა, ან ავტორიტარიზმი სად არის, ისარგებლე შენი უფლებებით. ვინმე შეიჭრა შემოქმედებით ნაწილში და უთხრა, ან ამას რატომ იღებ ან ამას რატომ აკეთებ? თეატრის მსახიობები გამოდიან და სირცხვილია, კაცო. რომ ედრებიან, რა 37 წელს და საბჭოთა კავშირს ედრებიან? მაგრამ იმ საბჭოთა კავშირის დროსაც შედევრები იქმნებოდა იმის ფონზე, რომ საკუთარი თავი ეპოვათ და ესენი ამ თავისუფლებაში რომ იგონებენ რაღაც ზეწოლებს და თავით ეტაკებიან და ციხეში მიდიან, არაფრის გამო - ეს კითხვა იმიტომ დავიწყე, რომ რას აპროტესტებენ? ალბათ, 410-ე დღეს რომ დაუსვა კითხვა, დაავიწყდებათ, რატომ დაიწყო ეს პროცესი, ამ აქციის. აი, რას აპროტესტებენ?", - თქვა მან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics