14:53 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-07 00:21:23, 791 ნახვა

პოლიტიკა
ოცნების პრემიერი „ლელოზე" - დამხობის აქციას გაემიჯნენ

ერთადერთი, ვინც წინასწარ გაემიჯნა დამხობის აქციას და მცდელობას, იყო გახარიას პარტია, არავინ სხვა რადიკალური ოპოზიციიდან „ლელოს" ჩათვლით, არ გამიჯვნია დამხობის აქციას, - ამის შესახებ "ოცნების"პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში" განაცხადა.

მისი თქმით, „ლელოს", „ნაცმოძრაობის" და „ახალის" წარმომადგენლები პირდაპირ ამბობდნენ, რომ 20:00 საათამდე იქნებოდნენ არჩევნებზე და შემდეგ - დამხობის აქციაზე.

„გაემიჯნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ძალადობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ასე ყველა გაემიჯნება. როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანი, რომელიც ხედავს, რომ წააგო დამხობის აქციამ და მერე უცხადებს მხარდაჭერას. ეს მათ სახესაც აჩვენებს. ერთად გამოდიან მთლი ეს პერიოდი ეს ადამიანები, ცდილობენ ხელისუფლების დამხობას, პირზე აკერიათ მუდმივად რევოლუცია, გადატრიალება, ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ცვლილება. არჩევნები პლუს დამხობის აქციის მხარდაჭერა და იქ მიერთება და მერე იქ გაემიჯნენ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics